×
ბოტასი
აქსესუარი
GS (ქართული ფეხსაცმელი)
(0)

წესები და პირობები

საიტზე რეგისტრაცია: 
ჩვენს საიტზე რეგისტრაციით და მისი გამოყენებით თქვენ გვიდასტურებთ, რომ გაეცანით ჩვენს წესებს და პირობებს და ამავდროულად ხართ სრულწლოვანი და პასუხს აგებთ ყველა ქმედებაზე, რომელსაც განახორციელებთ ჩვენს ვებ-გვერძე. 
 
აუცილებელია მაქსიმალური სიზუსტით შეიყვანოთ ყველა საჭირო ინფორმაცია, რომელსაც ჩვენს საიტზე რეგისტრაციის დროს მოგთხოვთ. 
ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელი, იმ შემთხვევაში თუ თქვენი პირადი მონაცემები და ინფორმაცია არ იქნება სწორად ან სრულად მითითებული ვებ-გვერდზე. 
 
პროდუქცია: 
ჩვენ მაქსიმალური სიზუსტით ვცდილობთ გადმოგცეთ იმ პორდუქციის  ფოტოები, ფერები და ზომები, რომლებიც იყიდება ჩვენს ონლაინ მაღაზიაში, თუმცა ჩვენ ვერ ვაგებთ პასუხს თქვენი მონიტორის მიერ შესაძლო მცირე ცვლილებებს ფერთან დაკავშირებით. პროდუქციის შეძენამდე გთხოვთ გადახედოთ პროდუქტის შესახებ ყველა ინფორმაციას. 
 
 
ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, მაგრამ არ ვართ ვალდებულნი, შეუზღუდოთ ჩვენი მომსახურება ნებისმიერ პირს, ჩვენ შეგვიძლია ვისარგებლოთ ამ წესით ნებისმიერ კონკრეტულად სიტუაციაში თუ ამას ჩავთვლით საჭიროდ.პროდუქციის აღწერილობა და ფასები ექვემდებარება შეცვლას ნებისმიერ დროს გაფრთხილების გარეშე, ჩვენი შეხედულებისამებრ. 
ჩვენ ვიტოვებთ უფლებას ამოვიღოთ ნებისმიერი პროდუქტი გაყიდვიდან ნებისმიერ დროს. 
 
ჩვენ ვერ ვიძლევით გარანტიას, რომ ნებისმიერი ფეხსაცმლის ხარისხი,ჩვენი სერვისი ან ინფორმაცია გაამართლებს თქვენს მოლოდინს, ან რომ ნებისმიერი შეცდომა ჩვენს მომსახურებაში იქნება აუცილებლად გამოსწორებული.  საიტზე განთავსებული პროდუქცია არ არის ორიგინალი , ყველა პროდუქტი არის პირველი ხარისხის რეპლიკა.
 
ანგარიში: 
როდესაც თქვენ ქმნით საკუთარ ანგარიშს ჩვენს ვებ-გვერდზე, აუცილებელია ინფორმაცია იყოს მაქსიმალური სიზუსტით და სრულად მითითებული. მხოლოდ თქვენ ხართ პასუხისმგებელი თქვენი პაროლის შენახვის და თქვენი ანგარიშის დაცვისთვის. თქვენ დაუყონებლივ უნდა გვამცნოთ იმ შემთხვევაში თუ რაიმე ეჭვს შეიტანთ იმაში, რომ თქვენ პირადი ანგარიშით შეიძლება თქვენი ნებართვის გარეშე ვინმე სხვა პიროვნება სარგებლობდეს. 
 
ფასები: 
საიტზე ნაჩვენებია პროდუქტის სრული ფასი/ღირებულება საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარში)  
 
ფასები შესაძლოა შეიცვალოს ყოველგვარი შეტყობინების გარეშე. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას დროთა განმავლობაში შეცვალოთ პროდუქციის, ან მომსაურების ფასები შეტყობინების გარეშე.  
 
გადახდა: 
 
თქვენ თავად შეგიძლიათ აირჩიოთ გადახდის თქვენთვის მოსახერხებელი ფორმა: 
 
 
1. თანხის გადახდა შეგიძლიათ ნებისმიერი ტიპის Visa / Mastercard / American Express ბარათიდან, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოში. - ამ შემთხვევაში შეგყავთ თქვენი ბარათის მონაცემები და ხდება თანხის დაბლოკვა თუ;  
ა). პროდუქტი ხელმისაწვდომია, 10–15 წუთის მანძილზე მოხდება თანხის ჩამოჭრა და თქვენ მიიღებთ შეტყობინებას თქვენს ელექტრონულ მისამართზე შეკვეთის გააქტიურების თაობაზე. 
ბ). თუ პროდუქტი აღარ არის გაყიდვაში, თქვენ მიიღებთ შეტყობინებას ამის შესახებ; თქვენ შეგეძლებათ აარჩიოთ ალტერნატიული პროდუქტი ბლოკირებული თანხის ფარგლებში, ან მაქსიმუმ 3 სამუშაო დღის მანძილზე მოხდება ბლოკის მოხსნა. 
 
2. ანგარიშსწორება  Express Pay-ის აპარატით ანგარიშზე თანხის შემოტანის მეშვეობით – ეს მეთოდი ძირითადად მისაღებია რეგიონებიდან პროდუქციის შეკვეთისას. ასევე მოსახერხებელია მათთვის, ვინც არ სარგებლობს პლასტიკური ბარათებით. ( ამ გადახდის მეთოდის არჩევის შემთხვევაში, გთხოვთ წინასწარ დაგვიკავშირდეთ ტელეფონზე, რათა მიიღოთ დეტალური ინფორმაცია თუ როგორ და სად ჩარიცხოთ თანხა და ასევე გვითხრათ თუ რა მოდელის და ზომის შეკვეთა გსურთ)  
3. თანხის ჩარიცხვა ანგარიშზე, ბანკის, ან ინტერნეტ ბანკინგის მეშვეობით. 
იმ შემთხვევაში თუ სარგებლობთ ონლაინ ბანკინგით, შეგიძლიათ სახლიდან გაუსვლელად ჩარიცხოთ თანხა ჩვენს ანგარიშზე და ამგვარად გააქტიუროდ შეკვეთა, ან მიბრძანდეთ ნებისმიერი ბანკის ნებისმიერ  ფილიალში და ოპერატორის დახმარებით ჩარიცხოთ თანხა.  ( ამ გადახდის მეთოდის არჩევის შემთხვევაში, გთხოვთ წინასწარ შეგვატყობინოთ თუ რა მოდელის და რა ზომის პროდუტის შეძენა გსურთ) 
         
 რეკვიზიტი  #1 
        ბანკის დასახელება: საქართველოს ბანკი 
        მიმღები კომპანია: შპს "გეო  შოპ" 
        ანგარიშის ნომერი: GE31BG0000000161876471
        დანიშნულება: პროდუციის საფასური 
     
 რეკვიზიტი #2 
         ბანკის დასახელება: ლიბერთი ბანკი GE65LB0213114111125000        
         მიმღები კომპანია: შპს "გეო შოპ" 
         ანგარიშის ნომერი:  
         დანიშნულება: პროდუციის საფასური 
      
 

 
 
ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 0322 42 42 23  
 
 
 
მიწოდება: 
პროდუქციის ჩამოტანა ხდება შეკვეთის გააქტიურებიდან 10-14სამუშო დღის განმავლობაში ( გარდა იმ პროდუქციისა, რომელიც ჩვენ უკვე გვაქვს ჩამოტანილი და ფიზიკურად არის ჩვენს საწყობში. ასეთ შემთხვევაში ფეხსაცმლის მიწოდება მოხდება 2-3  სამუშაო დღის განმავლობაში საქართველოს მაშტაბით. ასეთ პროდუქციაზე ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ ჩვენს FACEBOOK-ის გვერძე, ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე 0322 42 42 23) შეკვეთის ჩამოსვლის შემდეგ თქვენ შეგიძლიათ ნივთს მოაკითხოთ ჩვენს ოფისში და  ოფისიდანვე  გაიტანოთ, ან ისარგებლოთ კურიერის მომსახურებით, რის შემდეგაც კურეირი მოგაწვდით თქვენს შეკვეთას 2-3 სამუშაო  დღის განმავლობაში საიტზე მითითებულ მისამართზე, რომელსაც თქვენ უთითებთ რეგისტრაციის დროს. კურიერის მომსახურება  საართველოს მასშტაბით არის უფასო.
 
იმ შემთხვევაში, თუ თქვენ შეცდომით შეიყვანთ თქვენს მისამართს რომელზეც გსურთ რომ მიიღოთ ამანათი, ან არ უპასუხებთ კურიერის ზარს, როდესაც იგი შეეცდება რომ გადმოგცეთ ამანათი, გადამზიდი იძულებული იქნება დააბრუნოს ნივთი ჩვენს ოფისში, ასეთ შემთხვევაში თქვენ დაგეკისრებათ შეკვეთის დაბრუნების და ხელახლა გაგზავნის დამატებითი გადასახადი 10 ლარის ოდენობით. 
Momo.ge -ს ოფისიდან პროდუქციის გატანის შემთხვევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი პირადობის დამადასტურებელი მოწმობა,ხოლო იმ შემთხვევაში თუ თქვენს ნაცვლად პროდუქციას გაიტანს სხვა პიროვნება, თან უნდა იქონიოს თქვენი პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი. 
 
ჩვენ უფლებას ვიტოვებთ დროდადრო ვცვალოთ მოცემული პირობები საჭიროების შემთხვევაში. 
 
პროდუქტის/თანხის  დაბრუნება ან გადაცვლის პირობები: 
 
Momo.ge  ვალდებულია მომხმარებლის მიერ გადახდილი თანხა დააბრუნოს იმ შემთხვევაში თუ: 
ა) თანხის გადახდიდან 20 სამუშაო დღის განმავლობაში მომხმარებელს არ მიეწოდა მის მიერ შეძენილი პროდუქტი  
ბ) პროდუქტი დაზიანებულია. 
  * დაბრუნების პირობები მოქმედებს პროდუქციის ჩაბარებიდან 1დღის განმავლობაში.

განვადება და პირობები
1) განვადების შევსება შეუძლია საქართველოს მოქალაქე ყველა პირს, რომელსაც შეუსრულდა 18 წელი.
2) განვადების გაუქმება ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელი 20 სამუშაო დღის განმავლობაში ვერ მიიღებს შეძენილ პროდუქტს.
 
თუ მომხმარებელმა შეძენის მომენტში შეცდომით მიუთითა სასურველი პროდუქციის ზომა, Momo.ge-ი თანახმაა გადაცვალოს შეძენილი პროდუქტი სასურველ ზომაში იმ შემთხვევაში თუ: 
 
ა) მომხმარებელი დაგვიბრუნებს მას იგივე მდგომარეობაში, როგორი მდგომარეობითაც მიიღო მან. 
ბ) მომხმარებელი საკუთარი ხარჯით გადაიხდის პროდუქციის უკან ტრანსპორტირების საფასურს.
გ) შეძენილი მოდელის სასურველი ზომის ფაქტიური ნაშთი ფიქსირდება Momo.ge ის ონლაინ მაღაზიაში. 
დ) იმ შემთხვევაში თუ გადასაცვლელი პროდუქციის მოდელის სასურველი ზომის ნაშთი არ იძებნება ჩვენს ონლაინ მაღაზიაში, მაშინ მომხმარებელს უნარჩუნდება გადახდილი თანხის ლიმიტი და ეძლევა შესაძლებლობა შეიძინოს სხვა სასურველი მოდელი არსებული თანხის (გადახდილი) ლიმიტის ფარგლებში. 
ე) იმ შემთხვევაში თუ გადაცვლილი პროდუქციის ფასი აღემატება შეცდომით შეძენილ პროდუქციის ფასს, მაშინ მომხმარებელი იხდის მხოლოდ მოცემულ სხვაობას, ხოლო თუ გადაცვლილი პროდუქციის ფასი ნაკლებია შეძენილი პროდუქციის ფასზე, არსებული სხვაობა უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება.